DE

+(995) 32 2 04 11 99 +(995) 595 04 11 86

ავტორიზაცია

Email ან პაროლი არასწორია

თუ არ ხართ რეგისტრირებული, გაიარეთ რეგისტაცია

ავტორიზაცია

შეავსეთ ყველა ველი

ეს მომხმარებელი უკვე არსებობს

პაროლები არ ემთხვევა

მთავარი წესები და პირობები

საიტის მოხმარების წესები და პირობები

 

პრეამბულა

აღნიშნული ვებ-გვერდი/საიტი https://www.hauck-georgien.com წარმოადგენს შპს “გი & ნი”-ს საკუთრებას.

 

შპს “გი & ნი” არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული იურიდიული პირი.

საიდენტიფიკაციო ნომერი: 200233700;

მისამართი: ქ. თბილისი, ნუცუბიძის ქუჩა 77;

ტელეფონი: +(995) 32 2 04 11 99; +(995) 595 04 11 86;

ელ. ფოსტა: HAUCKGEORGIA@YAHOO.COM

 

კომპანიის მიერ მომხმარებლისთვის/კლიენტისთვის ნივთის გადაცემის წესი

• წინამდებარე ვებ-გვერდზე/საიტზე მომხმარებლის/კლიენტის მიერ პროდუქტის ყიდვის შემთხვევაში, იგი ვალდებულია 3 (სამი) დღის ვადაში გამოცხადდეს კომპანიის მისამართზე (ქ. თბილისი, ნუცუბიძის ქუჩა N77) და ჩაიბაროს ნივთი;

• იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს სურს, კომპანიის მიერ პროდუქტის მიწოდების სერვისით სარგებლობა, პროდუქციის ვებ-გვერდზე შეძენის შემდგომ, ვალდებულია დაუკავშირდეს კომპანიას ტელეფონის ნომერზე: +(995) 32 2 04 11 99; +(995) 595 04 11 86, და მოითხოვოს მიწოდების სერვისით სარგებლობა;

• პროდუქციის მიწოდების სერვისი არის ფასიანი, რომელიც განისაზღვრება მისაწოდებელი პროდუქციის წონაზე, მოცულობასა და მომხმარებლის ადგილმდებარეობაზე.

• პროდუქციის მიწოდება ხორციელდება სრული საქართველოს მასშტაბით.

 

1. წესები და პირობები

წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს თქვენსა და შპს „გი & ნი“-ს (ს/ნ 200233700) (შემდგომში: „კომპანია“) შორის დადებულ სავალდებულო ძალის მქონე შეთანხმებას და არეგულირებს მომხმარებლის (შემდგომში: „მომხმარებელი“ ან „კლიენტი“) მიერ კომპანიის ვებ-გვერდის გამოყენებას. აღნიშნული ვებ-გვერდი და მასთან დაკავშირებული მომსახურებები, მათ შორის კომპანიის მიერ კლიენტებისა/მომხარებლებისა და კომპანიის წარმომადგენლების მისამართით განხორციელებული ნებისმიერი სახის კომუნიკაცია შემოთავაზებულ მომსახურებებთან დაკავშირებით, შემდგომში ერთობლივად წოდებულია, როგორც კომპანიის ვებ-გვერდი.

პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც კომპანია თქვენგან/მომხმარებლისგან/კლიენტისგან ან მესამე პირებისგან მოიპოვებს, მუშავდება წინამდებარე წესებში განსაზღვრული პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და დაცვის პოლიტიკის შესაბამისად.

ვინაიდან მომხმარებელს აქვს სურვილი გახსნას შპს „გი & ნი“-ს საკუთრებაში არსებულ ვებ-გვერდზე პირადი ანგარიში, რათა მიიღოს მომსახურება - კომპანია და კლიენტი/მომხმარებელი თანხმდებიან წინამდებარე წესებსა და პირობებზე, რომლის საფუძველზეც მოხდება კლიენტის/მომხმარებლის მიერ ანგარიშის გახსნა, გამოყენება და კომპანიის მიერ მომსახურებების გაწევა.

გთხოვთ, ვებ-გვერდის/საიტის გამოყენებამდე/რეგისტრაციამდე ყურადღებით გაეცნოთ მისი გამოყენების წესებსა და პირობებს.

ყველა კლიენტი/მომხმარებელი , რომელსაც სურს შპს „გი & ნი“-ს ვებ-გვერდით სარგებლობა, ვალდებულია დაეთანხმოს და დაიცვას ქვემოთ გაწერილი წესები და პირობები. კომპანიის ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს, ნებისმიერ დროს ცალმხრივად, ამავე ვებ-გვერდზე გამოქვეყნების გზით, შეიტანოს ცვლილებები ამ პირობებში კლიენტის შემდგომი დამატებითი თანხმობის გარეშე. შპს „გი & ნი“-ს ვებ-გვერდის გამოყენების წესებსა და პირობებზე თანხმობით, თქვენ ასევე ეთანხმებით მისი კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

 

2. ტერმინთა განმარტება

წინამდებარე პირობებში გამოყენებულ ტერმინებსა და განმარტებებს აქვთ ქვემოთ განსაზღვრული მნიშვნელობა:

• ანგარიში - მომხმარებლის/კლიენტის მიერ ვებ-გვერდის საშუალებით რეგისტრირებული ანგარიში;

• რეგისტრაცია - მომხმარებლის/კლიენტის მიერ ვებ-გვერდზე სპეციალური პროცედურის გავლა და ანგარიშის შექმნა პროდუქტის შესყიდვის ან/და მომსახურების მიღების მიზნით;

• ავტორიზაცია - მომხმარებლის/კლიენტის მიერ პირად ანგარიშზე წვდომა;

• ვებ-გვერდი - ონლაინ გვერდი, საიტი, რომლის მეშვეობითაც ხდება პროდუქტის გაყიდვა ან/და მომსახურების შეთავაზება/განხორციელება;

• მომხმარებელი/კლიენტი - ფიზიკური პირი, რომელიც აკმაყოფილებს წინამდებარე პირობებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და სურს კომპანიისაგან მიიღოს ვებ-გვერდის საშუალებით შემოთავაზებული მომსახურება;

• მხარეები - კომპანია და მისი მომხმარებლები/კლიენტები;

• ოპერაცია - მომხმარებლის მიერ პირად ანგარიშთან ან/და მომსახურებებთან დაკავშირებით განხორციელებული ნებისმიერი ოპერაცია.

• უნივერსალური იდენტიფიკატორები - კომპანიის მიერ მომხმარებლისათვის მიწოდებული მონაცემების ერთობლიობა, რომელთა მეშვეობითაც იგი რეგისტრირდება იდენტიფიკაციის სისტემაში/საიტზე/ვებ-გვერდზე და შესაძლებლობა ეძლევა ისარგებლოს კომპანიის მიერ შეთავაზებული დისტანციური მომსახურებებით;

• წვდომის კოდ(ებ)ი - კოდები, პაროლები, მომხმარებლის სახელი, საიდენტიფიკაციო კოდი, უნივერსალური იდენტიფიკატორები და/ან სხვა სახის კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც კომპანიამ შესაძლოა მიაწოდოს მომხმარებელს/კლიენტს სხვადასხვა მომსახურებასთან წვდომისათვის;

• ხელშეკრულება - მომხმარებლებსა და კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს წინამდებარე წესებსა და პირობებს და მის დანართებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

• პერსონალური მონაცემი - ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით ან პირის მახასიათებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით;

 

3. წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით, მომხმარებელი ადასტურებს, რომ:

• მომხმარებელი არის 18 წელს მიღწეული ფიზიკური პირი და აქვს სრული უფლებამოსილება იმისათვის, რომ დაეთანხმოს წინამდებარე წესებსა და პირობებს, გააფორმოს ხელშეკრულება კომპანიასთან და შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.

• მომხმარებელს გააჩნია სრული და შეუზღუდავი ქმედუნარიანობა, არ იმყოფება ნარკოტიკული, ალკოჰოლური, ფსიქოტროპული ან ტოქსიკური პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ, არ იმყოფება შეცდომის, თაღლითობის, ზეწოლის, მუქარისა ან ნებისმიერი მართლსაწინააღმდეგო ზემოქმედების ქვეშ და არ წარმოადგენს ძალადობის, მუქარის, მოტყუების, შეცდომაში შეყვანისა თუ სხვა აკრძალული მოქმედების ობიექტს ან ნებისმიერი მესამე პირის მხრიდან, სრულად აცნობიერებს საკუთარი ნების გამოვლენის შინაარსს, პირობების დებულებათა არსსა და მისგან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებს;

• მომხმარებელს აქვს სრული უფლებამოსილება იმისათვის, რომ ხელი მოაწეროს და შეასრულოს ამ პირობებით ან ნებისმიერი სხვა ხელშეკრულებებითა და განაცხადებით გათვალისწინებული ვალდებულებები;

• პირადი ანგარიშის გახსნისას და ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდისათვის მისი საქმიანობა ან/და ქმედება შესაბამისობაში არის/იქნება ადგილობრივ ან/და საერთაშორისო კანონმდებლობასთან.

• მისი ქმედება არ არის/არ იქნება მიმართული კომპანიის ან/და ნებისმიერი მესამე პირის/მხარის მოტყუებისაკენ. აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით ხელშეკრულების დასადებად ან მის საფუძველზე და შესასრულებლად, მის მიერ კომპანიისთვის წარდგენილი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია მისი წარმოდგენის მომენტისათვის ასევე არის/იქნება უტყუარი, ზუსტი და სრული;

• კეთილსინდისიერად, სრულად და ჯეროვნად შეასრულებს წინამდებარე პირობებით ნაკისრ ვალდებულებებს;

• თანახმაა, ეფექტური მომსახურების გაწევისა და შეთავაზების მიზნით, პირადი ანგარიშის გახსნის შემდგომ, ხელშეკრულების შეწყვეტამდე, კომპანიამ მოიძიოს/გადაამოწმოს და დაამუშავოს მომხმარებლის მიერ მითითებული ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი, მათ შორის პერსონალური ინფორმაცია ან/და ვებ-გვერდის იდენტიფიკატორები (სახელი და პაროლი).

• მომხმარებელი დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს კომპანიას ყველა იმ გარემოებ(ებ)ის შესახებ, რომელიც შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს მის აღნიშნულ განცხადებებთან ან/და გამოიწვიოს აღნიშნული გარანტიების დარღვევა;

• ხელშეკრულებას დებს ამ პირობებში მოცემულ განცხადებებსა, გარანტიებსა და ვალდებულებებზე დაყრდნობით და თვლის მათ ხელშეკრულების პირობებად. შესაბამისად, ხელშეკრულების დადების შემდეგ წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული განცხადებების, გარანტიებისა და ვალდებულებების დარღვევა საკმარისი საფუძველია კომპანიის მიერ ხელშეკრულებითა და პირობებით გათვალისწინებული ყველა ან ნებისმიერი მომსახურების გაწევაზე ცალმხრივი უარის სათქმელად.

• გაეცნო პირობებს და ეს პირობები სრულად არის მისთვის მისაღები;

• მომხმარებლის მიერ წარმოდგენილი ყველა მონაცემი არის ზუსტი;

 

კომპანიის პასუხისმგებლობა

• ჩვენ სრულად ვიღებთ პასუხიმგებლობას მომხმარებლის მიმართ მხოლოდ იმ ზიანისთვის, რაც გამოწვეულია უშუალოდ კომპანიის განზრახი ქმედებით ან უხეში გაუფრთხილებლობით წარმოშობილი ზიანით.

• კომპანიის პასუხისმგებლობა გამორიცხულია ისეთი ზიანისთვის, რაც გამოწვეული არ არის ჩვენი ბრალეული ქმედებით ან გამოწვეულია ფორს-მაჟორული გარემოებით.

 

4. მომხმარებლის ანგარიშის გახსნა და გამოყენება

• კომპანიის მომსახურებებით სარგებლობისთვის მომხმარებელი პირველ რიგში ვალდებულია წინამდებარე ვებ-გვერდზე, მისი პირადი მონაცემების რეგისტრაციის საფუძველზე, გახსნას პირადი ანგარიში. რეგისტრაციის პროცესში მომხმარებელი ვალდებულია განაცხადოს თანხმობა წინამდებარე პირობებზე და კომპანიის კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების პირობებზე.

• კომპანია უფლებამოსილია, უარი განაცხადოს მომხმარებლის რეგისტრაციაზე, რასთან დაკავშირებითაც იგი არ არის ვალდებული, განმარტოს უარის თქმის მიზეზები.

• მომხმარებელი ვალდებულია ყოველთვის უსაფრთხოდ შეინახოს თავისი პირადი ანგარიშის წვდომის კოდები (სახელი და პაროლი) და არასდროს გაუმჟღავნოს ისინი მესამე პირებს.

• მომხმარებელი კისრულობს სრულ პასუხისმგებლობას მისი ანგარიშით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე. იმ შემთხვევაში, თუ პირი სხვისი სახელითა და მითითებით ახორციელებს წვდომას მომხმარებლის ანგარიშზე, იგულისხმება, რომ მას გააჩნია საკმარისი უფლებამოსილება, მომხმარებელს დააკისროს განსაზღვრული ვალდებულებები. კომპანია სრულად იხსნის პასუხისმგებლობას მესამე პირის მიერ მომხმარებლის ანგარიშზე წვდომისას დამდგარ ზიანზე.

• იმ შემთხვევაში თუ კლიენტს გააჩნია საფუძვლიანი ეჭვი, რომ მის პირად ანგარიშზე შესასვლელი ინფორმაცია, პაროლი ან უსაფრთხოების სხვა წვდომის კოდ(ებ)ი ან საშუალებები იქნა მოპარული, დაკარგული, უკანონოდ მითვისებული, უნებართვოდ გამოყენებული ან სხვაგვარად მითვისებული, მომხმარებელი ვალდებულია შეცვალოს თავისი პაროლი და დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს კომპანიას ტელეფონის ნომერზე ან/და მეილზე. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა საფრთხეს შეუქმნის როგორც მომხმარებლის პირადი ანგარიშის უსაფრთხოებას, ასევე გამოიწვევს მის პასუხისმგებლობას ნებისმიერ დანაკარგთან/ზარალთან დაკავშირებით.

• პირადი ანგარიშის გახსნით, მომხმარებელი აცხადებს და გარანტიას იძლევა, რომ მის მიერ პირადი ანგარიშის გახსნით არ არღვევს არანაირ კანონს ან რეგულაციას. იგი ვალდებულია დაიცვას კომპანიის ინტერესები და აუნაზღაუროს კომპანიას ყველა ის ზიანი, რომელიც მას მიადგება მომხმარებლის მიერ წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შედეგად;

• მომხმარებელი ვალდებულია, უზრუნველყოს მის პირად ანგარიშზე არსებული ინფორმაციის სიზუსტე და მისი განახლება. კომპანია არ იქნება პასუხისმგებელი მომხმარებლის მიერ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ არანაირ ზიანზე. კომპანია უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს მოითხოვოს მომხმარებლისგან ინფორმაციის სისწორის დადასტურება ან დოკუმენტების ან სხვაგვარი მტკიცებულების წარმოდგენა;

 

5. ვებ-გვერდის იდენტიფიკაციის სისტემაში რეგისტრირებული უნივერსალური იდენტიფიკატორები და ავტორიზაცია

რეგისტრაციის/შეკვეთის განთავსების დროს მომხმარებელი ავსებს შემდეგ ველებს:

• სახელი და გვარი

• პირადი ნომერი

• ელექტრონული ფოსტის მისამართი - ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომელზეც მომხმარებელი იღებს ცენტრალიზებული დისტანციური მომსახურებით განსაზღვრული ოპერაციების წარმოებისთვის საჭირო წვდომის კოდებსა და პაროლებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

• პაროლი - ცენტრალიზებული დისტანციური მომსახურების მისაღებად ავტორიზაციის განხორციელებისათვის საჭირო ერთ-ერთი პარამეტრი, რომელსაც მომხმარებელი თვითონ განსაზღვრავს ცენტრალიზებული იდენტიფიკაციის სისტემაში რეგისტრაციისთანავე, კომპანიის მიერ შერჩეული დისტანციური მომსახურების არხ(ებ)ის ან კომუნიკაციის სხვა არხის საშუალებით.

• მობილური ტელეფონის ნომერი - ტელეფონის ნომერი, რომელზეც მომხმარებელი იღებს ცენტრალიზებული დისტანციური მომსახურებით განსაზღვრული ოპერაციების წარმოებისთვის საჭირო ერთჯერად წვდომის კოდებსა და ერთჯერად პაროლებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

• მისამართი

 

ანგარიშის რეგისტრაციისა და ვერიფიკაციის შემდეგ, ვებ-გვერდის გამოყენების მიზნით მომხმარებელი გადის ავტორიზაციას. ავტორიზაცია ხორციელდება მომხმარებლის უნივერსალური იდენტიფიკატორების საშუალებით.

 

6. პირადი ანგარიშის დახურვა/ვებ-გვერდით სარგებლობის შეზღუდვა

• კომპანია უფლებამოსილია მომხმარებელს ცალმხრივად, შეტყობინების გარეშე, შეუწყვიტოს ან შეუზღუდოს ვებ გვერდით სარგებლობის უფლება.

• იმ შემთხვევაში, თუ კომპანია გამოიყენებს განსაზღვრულ უფლებას და დახურავს ანგარიშს ან შეზღუდავს მის გამოყენებას, მომხმარებელი არ არის უფლებამოსილი თავისი ან სხვისი სახელით შექმნას ახალი ანგარიში.

• მომხმარებელი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს კომპანიის ვებ-გვერდის გამოყენება, რაც არ იწვევს წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული/ნაკისრი ვალდებულებების შეწყვეტას.

 

7. ხელშეკრულების მოქმედების ვადა და შეწყვეტა

• მომხმარებლის მიერ ამ პირობებითა და მომსახურების ხელშეკრულებით განსაზღვრული საფასურის სრულად და ჯეროვნად კომპანიისთვის გადახდა წარმოადგენს მისი ფულადი ვალდებულების შესრულებას. ფულადი ვალდებულების შესრულება არ იწვევს ხელშეკრულების შეწყვეტას;

• წინამდებარე წესები და პირობები და მისი დანართები, ასევე მასში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილება/დამატება, მოქმედებს მომხმარებლის მიერ ანგარიშის გაუქმებამდე.

 

მომხმარებელს არ აქვს უფლება უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ:

• კომპანიამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება სრულად გასწია, მან მომსახურების გაწევა მომხმარებლის წინასწარი თანხმობით დაიწყო და მომხმარებელმა იცოდა, რომ მომსახურების სრულად მიღების შემთხვევაში დაკარგავდა ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას;

• მიწოდებული საქონელი ან მომსახურება მომხმარებლის ინდივიდუალური შეკვეთით არის დამზადებული ან აშკარად მის პირად საჭიროებებზეა მორგებული;

• მომხმარებელს მიეწოდა ჰერმეტულად დაცული საქონელი, მისი ჰერმეტულობა მიწოდების შემდეგ დაირღვა და, ამდენად, საქონლის დაბრუნება შეუძლებელია ჯანმრთელობის ან/და ჰიგიენური ნორმების დაცვის გამო;

• პროდუქტი არის გამოყენებული;

• პროდუქტს შენარჩუნებული არ აქვს სასაქონლო სახე, სამომხმარებლო თვისებები, პლომბი, იარლიყი.

 

ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, კომპანია ვალდებულია დაუბრუნოს მომხმარებელს პროდუქტის ნასყიდობისათვის გადახდილი თანხა პროდუქტის დაბრუნებიდან 14 დღის ვადაში. პროდუქტის დაბრუნებასთან დაკავშირებული ხარჯები ეკისრება მომხმარებელს.

 

8. გამოსაყენებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტის წესი

• წინამდებარე პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

• მხარეთა მიერ, პირობების შესრულების ადგილად მიჩნეულია ქალაქი თბილისი.

• წინამდებარე პირობებთან ან მის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა ან უთანხმოება გადაწყდება მხარეებს შორის მოლაპარაკების გზით;

• ვებ-გვერდის გამოყენების წესები და პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით და უნდა განიმარტოს მის შესაბამისად, მიუხედავად იმისა, მომხმარებელი ცხოვრობს თუ არა საქართველოში. კომპანიის წინააღმდეგ მიმართული ყოველგვარი სარჩელი და ნებისმიერი დავა, რომელიც წარმოიშვება ან დაკავშირებულია მომხმარებლის მიერ კომპანიის სერვისებით სარგებლობასთან, ასევე ამ საიტის გამოყენების წესებისა და პირობების დებულებებთან, მომხმარებლის მიერ უნდა წარედგინოს მხოლოდ საქართველოს სასამართლოებს.

 

9. წინამდებარე პირობებში ცვლილებების შეტანა

წინამდებარე პირობები შესაძლებელია დაექვემდებაროს ცვლილებებს. ცვლილებები განხორციელებული იქნება კომპანიის მხრიდან მომხმარებლისთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე. მომხმარებელი ვებ-გვერდით სარგებლობით ავტომატურად ეთანხმება და უერთდება განხორციელებულ ცვლილებებს.

 

10. პერსონალური მონაცემები

კომპანია პერსონალური მონაცემების დამუშავებას ახდენს შემდეგი მიზნებისათვის:

• შეკვეთების მიღება და დამუშავება;

• კომპანიის რესურსების ეფექტური მართვის უზრუნველყოფა;

• მომხმარებლისთვის სასარგებლო ინფორმაციისა და სპეციალური შეთავაზებების გაგზავნა;

• ბაზრის სტატისტიკა და ანალიზი;

• პერსონალის მოძიება და მართვა;

• მომსახურებისა და დისტანციური შერთანხმების, ანგარიშებისა და სხვა ოფიციალური დოკუმენტების მომზადება, დადება და გაგზავნა;

 

კომპანია პერსონალური მონაცემების დამუშავებას ახდენს მომხმარებლის/პერსონალური მონაცემების სუბიექტის თანხმობის საფუძველზე. პერსონალური მონაცემების შენახვა ხდება მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდზე რეგისტრაციის გაუქმებამდე.

 

 

პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება და დაცვა მესამე პირთა წვდომისაგან:

• კომპანია ზრუნავს პერსონალური მონაცემების დაცვაზე და იცავს კლიენტის კონფიდენციალურობას რეგლამენტსა და პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შესახებ სხვა, გამოყენებადი ნორმატიული აქტებში ასახული დებულებების შესაბამისად. კომპანია ატარებს/იღებს უსაფრთხოების ზომებს პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაციის დასაცავად. მომხმარებლის პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია კომპანიის ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომია მხოლოდ მომხმარებლის სახელისა და პაროლის მითითების შემთხვევაში.

• კომპანია მიმართავს ყველა აუცილებელ ორგანიზაციულ, ადმინისტრაციულ, ტექნიკურ, ფიზიკურ და უსაფრთხოების სხვა ზომებს პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

• პერსონალური მონაცემების დამუშავება კომპანიაში ხორციელდება პერსონალური მონაცემებისა და კონფიდენციალურობის აუცილებელი უსაფრთხოების, მათ შორის, არასანქციონირებული და უკანონო დამუშავებისგან პერსონალური მონაცემების, ასევე, შემთხვევითი დაკარგვის, გაფუჭებისა თუ განადგურებისგან დაცვის უზრუნველსაყოფად.

• როგორც კი ცნობილი გახდება პერსონალური მონაცემების დაცვის წესების დარღვევის შესახებ, კომპანია ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს მომხდარის შესახებ საზედამხედველო ორგანოებს.

• პაროლი დაშიფრულია. კომპანია გირჩევთ, რომ მესამე პირებს არ გაანდოთ თქვენი პაროლი. მომხმარებლის პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ინახება დაცულ სერვერზე, რომელზეც მხოლოდ შესაბამის პერსონალსა და კონტრაქტორებს მიუწვდებათ ხელი. კომპანიას არ აქვს რაიმე ინფორმაცია მომხმარებლის ბარათთან დაკავშირებით, რადგან ბარათი პარტნიორი ბანკის კონტროლის სფეროს განეკუთვნება.

• გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მონაცემთა ნებისმიერი გადაცემა ინტერნეტის ან უკაბელო ქსელის საშუალებით შეუძლებელია იყოს აბსოლუტურად და გარანტირებულად უსაფრთხო. კომპანია ატარებს კომერციულად გონივრულ უსაფრთხოების ზომებს, რათა დაიცვას მონაცემები და ასევე ცდილობს კავშირები დაამყაროს მხოლოდ ისეთ ორგანიზაციებთან, რომლებიც იგივენაირად უდგებიან ამ საკითხს.

 

წინამდებარე ურთიერთობის მიზნებისთვის „კომპანია“ წარმოადგენს შპს „გი & ნი“-ს (ს/ნ 200233700) - ვებ-გვერდის მომხმარებლების პერსონალურ მონაცემთა დამმუშავებელ პირს.

 

მომხმარებლის თანხმობა პერსონალური მონაცემების გამოყენების თაობაზე:

• მომხმარებელი ვებ-გვერდზე რეგისტრაციით, თანხმობას აცხადებს, კომპანიამ მიიღოს, შეინახოს და დაამუშავოს რეგისტრაციის პროცესში მისი მონაცემები (მომხმარებლის სახელწოდება, საიდენტიფიკაციო ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი). აღნიშნული თანხმობა გაცემულად ითვლება მომხმარებლის მიერ წინამდებარე ვებ-გვერდზე რეგისტრაციით.

• მომხმარებელი/სარეგისტრაციო ფორმაში მითითებული ფიზიკური პირი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოსთხოვოს კომპანიას მისი პერსონალური მონაცემების დამუშავების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალებით - ტელეფონის ნომერზე დარეკვით: +(995) 32 2 04 11 99; +(995) 595 04 11 86, წერილობითი შეტყობინების შემდეგ მისამართზე გაგზავნით: ქ. თბილისი, ნუცუბიძის ქუჩა 77, ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: HAUCKGEORGIA@YAHOO.COM ელექტრონული შეტყობინების გაგზავნის გზით. თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ. ასეთ დროს კომპანია ვალდებულია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის მიღებიდან 15 (თხუთმეტი) დღის ვადაში გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები ან მონაცემთა სუბიექტს აცნობოს უარის თქმის საფუძველი.

• წინამდებარე თანხმობით მე, როგორც პერსონალურ მონაცემთა სუბიექტი წინასწარ და ნებაყოფლობით უფლებამოსილებას ვანიჭებ შპს „გი & ნი“-ს (ს/ნ 200233700), როგორც ვებ გვერდის მომხმარებლების პერსონალურ მონაცემთა დამმუშავებელ პირს, მომხმარებლისათვის ინფორმაციის მიწოდების, მომხმარებლისათვის გაწეულ მომსახურებასთან, მიწოდებულ პროდუქციასთან, კომპანიაში დანერგილ სიახლეებთან და სპეციალურ შეთავაზებებთან დაკავშირებით, პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის დაამუშავოს ჩემი პერსონალური მონაცემები. თანახმა ვარ, კომპანიის მიერ ხსენებული მონაცემების შენახვა განხორციელდეს კომპანიის შიდა მარეგულირებელი დოკუმენტაციით განსაზღვრული ვადით ან იმ ვადამდე, სანამ ჩემი მხრიდან არ მოხდება სხვაგვარი მითითება წინამდებარე დოკუმენტითა და კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.

• წინამდებარე თანხმობით ვაცხადებ, რომ ინფორმირებული ვარ, ჩემი, როგორც მონაცემთა სუბიექტის კანონმდებლობით - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით მონიჭებული უფლებების, კერძოდ, მონაცემთა დამმუშავებლისგან ჩემი მონაცემების დამუშავების თაობაზე ინფორმაციის მიღების, მონაცემთა გასწორების, განახლების, დამატების, დაბლოკვის, წაშლის და განადგურების მოთხოვნის უფლების თაობაზე.

 

11. გარდამავალი დებულებები

• მოთხოვნის შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია კომპანიას მიაწოდოს ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია და ასევე წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებსაც კომპანია მოითხოვს ან განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით;

• თუ წინამდებარე პირობების რომელიმე პუნქტი ან მისი ნაწილი რაიმე მიზეზით იქნა გაუქმებული, ბათილად ცნობილი ან შეწყვეტილი, აღნიშნული არ იქონიებს გავლენას წინამდებარე პირობების დანარჩენი პუნქტების ნამდვილობაზე;

• კომპანიას უფლება აქვს ცალმხრივად შეიტანოს ცვლილებები ამ პირობების ტექსტში და აღნიშნულის შესახებ აცნობოს მომხმარებელს კომპანიის საინფორმაციო საშუალებების, მათ შორის ვებ-გვერდის ან კომპანიისთვის ხელმისაწვდომი ნებისმიერი სხვა არხით ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით;

• მომხმარებელი, კომპანიის წერილობითი თანხმობის გარეშე, არ არის უფლებამოსილი ამ პირობებიდან გამომდინარე უფლებები და მოთხოვნები გადასცეს ან ვალდებულებები გადააკისროს სხვა პირს;

• მხარეთა შეთანხმებით წინამდებარე პირობების შესრულების ადგილად მიჩნეულია კომპანიის მისამართი;

• იმ შემთხვევებში, რომლებიც არ არის გათვალისწინებული პირობებით, მხარეები იხელმძღვანელებენ კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმებით ან/და დამატებით შეთახმებული პირობებით.

 

 

მომხმარებლის/პერსონალურ მონაცემთა სუბიექტის თანხმობა

 

ვადასტურებ, რომ გავეცანი წესებსა და პირობებს, მათ შორის კონფიდენციალურობისა და პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შესახებ დათქმას და სრულად ვეთანხმები.

 

სიახლეები